პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი ადიდებულ ალაზანს მიაქვს (ვიდეო)
პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი ადიდებულ ალაზანს მიაქვს (ვიდეო)

A+ A-

11:20 10/05/2019

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ პანკისში, „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები 21 აპრილს, პოლიციის თანხლებით განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებს, ტრაქტორს და დაწვეს. ვიდრე ისინი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას შეძლებდნენ, ტრაქტორმა მდინარე ალაზნის კალაპოტში ორას მეტრამდე არხის გაჭრა მოასწრო, ორი მეტრი სიმაღლის მილსადენის ასაგებად, რომელშიც მდინარე ალაზნის დიდი ნაწილი უნდა მოაქციონ 4.5 კილომეტრზე, ძიბახევიდან ხადორამდე.

წყარო: „რეგინფო“