ლონდონში, ერთ-ერთ მეჩეთთან სროლა იყო
ლონდონში, ერთ-ერთ მეჩეთთან სროლა იყო

A+ A-

×

11:53 10/05/2019

ლონდონის გარეუბანში, მეჩეთში სროლა მოხდა, რის გამოც ადგილზე მოსულმა პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mirror-ი ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, სროლა “შვიდი მეფის” მეჩეთში მოხდა, სადაც საღამოს მრევლი სალოცავად შეიკრიბა.

სროლა უცნობმა მამაკაცმა მოაწყო.

თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს იარაღიანი ადამიანი როგორ შევიდა მეჩეთში, მორწმუნეებმა, იგი მეჩეთიდან გაიყვანეს, რასაც სროლა მოყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლონდონის პოლიციის ცნობით, ისინი მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ. მეჩეთის იმამმა მუსლიმებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ სპეკულაციები და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში მომხდარი მასობრივი ტერაქტების გამო მსოფლიოს არაერთ ქალაქში რელიგიურ შენობებთან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.