კანის ფესტივალზე გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება
კანის ფესტივალზე გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება

A+ A-

14:50 10/05/2019

2019 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრული ფილმის "And Then We Danced" ("და ჩვენ ვიცეკვეთ”) პრემიერა გაიმართება. ფილმი ქართულმა და შვედურმა კომპანიებმა ერთობლივად შექმნეს. ამის შესახებ გამოცემა "indiewire"-ი წერს.

ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც გეი სიყვარულს შეეხება.

ფილმის მთავარი პერსონაჟია მერაბი, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ცეკვავს ქართულ ცეკვებს.

ლევან აკინი ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო საქართველო და საქართველოში 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.