ხვალ, 11 მაისს ლისის ტბაზე "წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება
ხვალ, 11 მაისს ლისის ტბაზე "წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება

A+ A-

18:53 10/05/2019

 "პირველი არხის“ პროექტის, "წიგნების თაროს“ ორგანიზებით, ხვალ, 11 მაისს ლისის ტბაზე "წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალის კარი 12:00 საათზე გაიღება.

სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ კომფორტულ გარემოში იკითხონ, ეწვიონ "წიგნების თაროს“ სამკითხველო სივრცეებს, ითხოვონ ან გაცვალონ წიგნები და ლიტერატურასთან დაკავშირებით რჩევები მიიღონ. ასევე, მოისმინონ საინტერესო მასტერკლასები, ჩაერთონ წიგნების კითხვის უპრეცედენტო ფლეშმობში, ითამაშონ "წიგნების თარო“ და მოიგონ სხვადასხვა პრიზი.

"წიგნების კითხვის ფესტივალი“ ლაივკონცერტით დაიხურება. ლაივკონცერტს გამართავენ: "Ambavi“, ლუკა ზაქარიაძე, "LOUDspeakers“. მასტერკლასებს ჩაატარებენ: ბექა ადამაშვილი - "როგორ იფუთება წიგნები“; ალეკო შუღლაძე - "როგორ იწერება წიგნები“; ლევან გიგინეიშვილი - "როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე“ ("თამაში ჭვავის ყანაში“ მაგალითზე).

"წიგნების კითხვის ფესტივალი“ ყოველწლიურად ჩატარდება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.