„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი იწყება
„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი იწყება

A+ A-

×

19:26 10/05/2019

პოპულარული მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“ „რუსთავი 2“-ზე მესამე სეზონს იწყებს. გამოცხადებულია კასტინგი. ტელეკომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს ტალანტებს, რომელთაც ქართული სიმღერის შესრულება შეუძლიათ.

პირველი შესარჩევი ეტაპი თბილისში ჩატარდება, თარიღიც ცნობილია: 26 მაისი. მსურველებს „რუსთავი 2“-ში კასტინგზე მისვლა 12:00 საათიდან შეუძლიათ.

რაც შეეხება შემდეგ კასტინგებს, ჩამონათვალი ასეთია:

თელავი – 29 მაისი

ოზურგეთი – 31 მაისი

ზუგდიდი – 1 ივნისი 

ბათუმი – 2 ივნისი 

გორი – 8 ივნისი 

ქუთაისი – 9 ივნისი

შეგახსენებთ, რომ შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა სოფო ბათილაშვილი, რომელიც ამჟამად „ბრავო რეკორდსში“ სადებიუტო ალბომს წერს, ხოლო მეორე სეზონი მოიგო გუგა კელაპტრიშვილმა.