ტერეზა მეიმ გადადგომის თარიღი შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაასახელოს
ტერეზა მეიმ გადადგომის თარიღი შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაასახელოს

A+ A-

17:52 11/05/2019

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის თარიღი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაასახელოს.

აღნიშნულის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" წევრმა, ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეჰემ ბრედიმ განაცხადა.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თანამდებობას მაშინ დატოვებდა, როცა თემთა პალატა ბრექსიტის გარიგების მისეულ ვარიანტს დაამტკიცებდა, თუმცა დეპუტატთა ნაწილი კონკრეტული თარიღის დასახელებას მოითხოვს.