სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე მაიკ პომპეო და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხს განიხილავენ
სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე მაიკ პომპეო და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხს განიხილავენ

A+ A-

×

11:33 12/05/2019

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინასთან ერთად პუტინთან შეხვედრაზე პომპეო ვენესუელის, ირანის, სირიის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას.

მაიკ პომპეო სოჭში დღეს გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ის თავის კოლეგა სერგეი ლავროვს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.