მოლაპარაკება საქართველოს გარეშე - რა ხდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე
მოლაპარაკება საქართველოს გარეშე - რა ხდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე

A+ A-

16:46 12/05/2019

სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რეგიონალური პარტნიორობის შედეგად შეიქმნა, დღეს პრაქტიკულად საქართველოს ადმინისტრაციული თუ სამთავრობო ჩართულობის გარეშე იმართება და ვითარდება. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ შეიტყო, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა ისე აწარმოეს მოლაპარაკებები ამ მაგისტრალში რუსეთის ფედერაციის დამატების თაობაზე, რომ მოლაპარაკებათა მსველობისას არც საქართველოს რკინიგზის და არც საქართველოს მთავრობის აღმასრულებელი პირები არ ესწრებოდნენ. მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, ბაქოში საკონტეინერო ტერმინალი უნდა შეიქმნას, თურქეთში კი ახალი - 76 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის აშენების შესაძლებლობა განიხილება. 

“Fორბეს-ის კვირის” ავტორმა და წამყვანმა გიორგი ისაკაძემ გასული კვირების განმავლობაში საქართველოს გარეშე ჩატარებული მოლაპარაკებების დეტალების შესახებ ისაუბრა. 


გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს გარეშე მიიღეს

“BMG დაინტერესდა თემით და მნიშვნელოვანი მიმართებები და წინარე ისტორიები აღმოაჩინა, რომელიც წინ უძღოდა ანკარაში რუსეთის აზერბაიჯანის და თურქეთის რკინიგზების მიერ გაფორმებულ მემორანდუმს. 

ყველაფერი იწყება და სრულდება მიმდინარე წლის 6 მაისს, ოღონდ არა ანკარაში, არამედ აზერბაიჯანში. ბაქოში, სადაც იმყოფებოდა რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის დირექტორი ოლეგ ბელოზოროვი, რომელიც გარდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან გაფორმებული მემორანდუმისა, მან შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. 

აზერბაიჯანელებმა და რუსეთის რკინიგზამ გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ კომპლექსურ ამბებს და ტვირთბრუნვის ზრდას ირანის-აზერბაიჯანის-რუსეთის-ევროპის მიმართულებით საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის “ჩრდილოეთი-სამხრეთი”-ს დასავლეთის მარშრუტის ფარგლებში. 

აქ იწყება კიდევ საინტერესო, რომ ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს ასევე დამოუკიდებელი მარშრუტის, რუსეთი-აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებას, სადაც სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის გამოყენება არის განზრახული. 

ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შესახებ, მარტივად და გასაგებად გადმოგვცეს, რომ რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ბელოზოროვი მაღალ შეფასებას აძლევს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს და რომ რუსული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას წარმოადგინოს და შეავსოს მაგისტრალი შესაბამისი სატვირთო საშუალებებით და მოცულობებით. 

მაგრამ - ამ სამუშაო შეხვედრაზე ჟღერდება ალბათ, ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული, ალბათ იმ დამსახურებულ იგნორზეც, რომ საქართველოს მთავრობის ან საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელები არ იყვნენ მიწვეულნი ამ საკითხის განხილვაზეც, არც მის მოსამზადებელ შეხვედრებზე. გეტყვით პირდაპირ, წინასწარი შეხვედრების გარეშე ასეთი მემორანდუმი მხარეებს შორის არ დგება. 

ამ სამუშაო შეხვედრისას, გაჟღერებულია იდეა, რომლის რეალიზებაზეც უკვე აქტიურად შრომობენ აზერბაიჯანელები და რუსები, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოეწყოს გამანაწილებელი ჰაბი. აშენდება ახალი ტერმინალი, რომელიც ჩინეთიდან ბაქოსკენ წამოსულ კონტეინერებს სრულ და რეგულარულ მომსაურება-სერვისს გაუწევს. 

მხოლოდ ამ ამბების შემდეგ ჩადიან რუსეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები ანკარაში, და აწერენ ხელს უკვე მემორანდუმს, რომელზეც ბოლო 3 დღეა აქტიურად საუბრობენ ქართულ მედიაში. ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, თქვენთვის უკვე ნაცნობი ოლეგ ბელოზორივი, რუსეთის რკინიგზა, ჯავიდ გურბანოვი, აზერბაიჯანის რკინიგზის შეფი და თურქეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის დირექტორი უიგუნ ალი ისხანი. 

საქართველოს გარეშე ხელმოწერილი მემორანდუმი ითვლისწინებს: 

ერთობლივ ღონისძიებებს და ეკონომიკურად დასაბუთებული ტარიფების დადგენას ბაქო-თბილის-ყარსი მაგისტრალზე რეგულარული გადაზიდვების ურზუნველსაყოფად. 

ამ ყველაფრისთვის, განიხილება ვარიანტი, კიდევ ერთი, და კვლავ ჩვენს გარეშე. მეორე სარკინიგზო მაგისტრალის 76 კმ მაგისტრალის აშენება თურქეთის ტერიტორიაზე, ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთზეა საუბარი და იქვე შავით თეთრზეა აღნიშული, რომ ტერმინალური ლოგისტიკური მომსახურება იქნება ყარსში. ყარსი კი თურქეთია ქალბატონებო და ბატონებო, თურქეთი. იქნებ, ამაზეც არ სწყდება არავის გული. მე ძალიან მწყდება და ამაზე ბოლომდე ვაპირებ გაყოლას. 

მოდი ნუ ვიმარჩიელებთ და დავესესხოთ რუსეთის რკინიგზის კომპანიის დირექტორს ოლეგ ბელოზოროვს, რომელიც დაუფარავად ამბობს რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი შენდება და სრულდება აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ. ხელმოწერილი მემორანდუმი კი ითვალისწინებს, რომ თურქეთი უერთდება ყოფილი საბჭოთა კავშირის სარკინიგზო სივრცეს, ასევე ფინეთთან, ბულგარეთთან და ირანთან ერთად, რომლებიც მუდმივად ერთობლივად მუშაობენ. 

რუსეთის პირველი რკინიგზელი აანონსებს, რომ ბაქო თბილისი ყარსის მაგისტრალზე ასევე გაივლის ტრას-ციმბირული ტვირთები, რომელიც ძირითადად ჩინეთის, კორეის და აზიის სხვა ქვეყნებიდან მომავალი ტვირთებია. 

რუსეთის რკინიგზის ოფიციალურ პრეს რელიზებს თუ გადახედავთ, ბატონი ბელოზოროვი გარდა მაღალი შეფასებებისა, ისე საუბრობს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე, როგორც სრულფასოვან პარტნიორზე. ეს როგორც მინიმუმი. საქართველო კი ამ შეხვედრებზე გარდა პროექტის დასახელებისა არც კი ხსენებულა,”- ამბობს Fორბეს-ის კვირის ავტორი გიორგი ისაკაძე. 

წყარო :BM.GE