ქალაქ კონიში, ერთ-ერთ კაფეში სროლების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიჭრა
ქალაქ კონიში, ერთ-ერთ კაფეში სროლების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიჭრა

A+ A-

×

17:11 12/05/2019

თურქეთის ქალაქ კონიში, ერთ-ერთ კაფეში სროლების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სროლები კაფეში ორ ადამიანს შორის დავის შედეგად დაიწყო, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ამ დროს ერთ-ერთმა მოჩხუბარმა მამაკაცმა კაფეში ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო.

დაჭრილები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დამნაშავემ მიმალვა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ სამართალდამცველები.