ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

A+ A-

09:22 13/05/2019

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა ქვეყნის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ მიიღო. ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო ოლქის მონაცემების დათვლის შემდეგ, სიმონიტეს ხმათა 31.13% აქვს.

მეორე ადგილზე 30.95%-ით ეკონომისტი გიტანას ნაუსედა გავიდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა ხმათა 19.72% აიღო და მესამე ადგილზეა.

შედეგების მიხედვით, 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები, ინგრიდა ​სიმონიტე და გიტანას ​ნაუსედა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მოქმედ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლო, რადგან ის ლიეტუვას ორი ვადით მართავდა.