დღეს გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებაზე ხელახალი გამოძიება
დღეს გახდება ცნობილი, დაიწყება თუ არა ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებაზე ხელახალი გამოძიება

A+ A-

10:36 13/05/2019

შვედეთის პროკურორი დღეს გამოაცხადებს, დაიწყება თუ არა ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებაზე ხელახალი გამოძიება. ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში შვიდწლიანი დამალვის შემდეგ, "ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ბრიტანეთის ციხეში იმყოფება.

ორმა შვედმა ქალმა ასანჟი სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებაში 2010 წელს დაადანაშაულა. ბრალდებაზე ვადა 2015 წელს გავიდა და შვედმა პროკურორებმა გამოძიება 2017 წელს შეწყვიტეს, რადგან ასანჟმა ეკვადორის საელჩოში თავშესაფარი მიიღო. სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნების გამო, "ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ექსტრადირება აშშ-ს სურს.

ასანჟის ადვოკატები აცხადებენ, რომ შვედეთში ჩასვლის შემთხვევაში, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი შესაძლოა, აშშ-ს გადასცენ. თავად ასანჟი ყველა ბრალდებას უარყოფს.

1 მაისს, ბრიტანეთის სასამართლომ ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისთვის 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.