"საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა“ - ქართველი ემიგრანტები ბარსელონაში, ევროკავშირის ოფისთან შეიკრიბნენ
"საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა“ - ქართველი ემიგრანტები ბარსელონაში, ევროკავშირის ოფისთან შეიკრიბნენ

A+ A-

11:04 13/05/2019

ლოზუნგით - "საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა“ - ქართველი ემიგრანტები ბარსელონაში, ევროკავშირის ოფისის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, საქართველოში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რის გამოც ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს.

ემიგრანტების თქმით, საქართველოში მოქალაქეების უსაფრთხოება არ არის დაცული. გარდა ამისა, მიმდინარეობს განსხვავებული აზრის დევნაც და ამის დასტურია „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებიც.