პომპეო სოჭში ჩასვლამდე შეხვედრებს ბრიუსელში გამართავს
პომპეო სოჭში ჩასვლამდე შეხვედრებს ბრიუსელში გამართავს

A+ A-

×

11:40 13/05/2019

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მოსკოვში ვიზიტს აღარ აპირებს, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სოჭში შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ.

მათივე თქმით, პომპეო ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ბაზიდან უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც იგი ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთად ირანისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრებს მანამ, ვიდრე რუსეთში ჩავა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ირანთან 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებას, ბირთვული საკითხების შესახებ, შეინარჩუნებენ, თუმცა, თეირანისგან ულტიმატუმებს არ მიიღებენ. აშშ კი აღნიშნული შეთანხმებიდან ჯერ კიდევ გასულ წელს გავიდა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა.