თბილისის „დინამოს“ და „კარლ ცაისის“ ლეგენდარული მატჩიდან 38 წელი გავიდა
თბილისის „დინამოს“ და „კარლ ცაისის“ ლეგენდარული მატჩიდან 38 წელი გავიდა

A+ A-

12:20 13/05/2019

1981 წლის 13 მაისის მატჩის გამარჯვებას საქართველოს დედაქალაქში მასობრივი სპონტანური სახალხო ზეიმი მოჰყვა. თბილისის ყველა უბნიდან მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ და გამარჯვების აღსანიშნავად „დინამოს“ სტადიონისკენ დაიძრნენ, სადაც გადმოცემით იმ ღამეს 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

სწორედ ამ მატჩს უკავშირდება ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობის და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის ცნობილი სიტყვები, რომელიც მან რეპორტაჟის ბოლოს წარმოთქვა: „Представляю что сейчас творится в столице Грузии - Тбилиси. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არქივში შენახულია მატჩის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეომასალა, ასევე 1981 წლის თასის ჩამოსვლა თბილისში და ფეხბურთელების დაჯილდოვება.