რატომ უნდა ვანდოთ ასეთ ადამიანებს ქვეყანა - ახალგაზრდა ელჩი "ლეიბორისტების“ ლიდერს უპირისპირდება
რატომ უნდა ვანდოთ ასეთ ადამიანებს ქვეყანა - ახალგაზრდა ელჩი "ლეიბორისტების“ ლიდერს უპირისპირდება

A+ A-

14:13 13/05/2019

საქართველოს „ახალგაზრდა ელჩი“ უკრაინაში სანდრო თოფურია შალვა ნათელაშვილს ღირსების შელახვისთვის პასუხისგებით ემუქრება.

"დიდი ხანი ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ პოსტის გამოქვეყნება და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან საზოგადოებამ უნდა ნახოს ნამდვილი სახე იმ ადამიანების, მით უმეტეს პოლიტიკოსების, რომლებიც წლებია, ჩვენს სახელს, ჩვენს ხმას ბოროტად იყენებენ. ერთ-ერთ პოსტზე, სადაც კითხვა დაისვა ბატონ შალვაზე, გულწრფელად ვუპასუხე, ხოლო პასუხად მივიღე ლანძღვა, რომელიც თანდართულია ჩემს პოსტზე. მინდა მივმართო საზოგადოებას - პირებს, რომლებიც წლებია, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უშლიან ხელს, რა უნდათ პოლიტიკაში?! რატომ უნდა ვანდოთ ასეთ ადამიანებს ქვეყანა?! რატომ სარგებლობენ ხალხის სახელით?! ადამიანი, რომელიც წლებია, თავს დებს, რომ ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა უნდა, ვერ აცნობიერებს და ამ დრომდე არ იცის, როგორ უნდა მიმართოს ახალგაზრდა ელჩს, რომელიც საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანას და საქმის კეთებას ცდილობს.

და ბოლოს, მე უკვე ვესაუბრე ჩემს იურისტებს, ღირსების შელახვისთვის ამ “პოლიტიკურ კლოუნს” პასუხს ვაგებინებ“, - წერს სანდრო თოფურია და სტატუსს  კომენტარად ურთავს იმ ლანძღვას, რაც მის ნათელაშვილზე გამოთქმულ აზრს მოჰყვა.
 
"რა გინდა,  შე ერის გამყიდველო. რას ეტენები უვაზელინოდ  ამ თათრებს. აი, შენისთანები ყიდდნენ  ყველა დამპყრობელზე ჩვენს ხალხს ყოველთვის“, - ვკითხულობთ  შალვა ნათელაშვილის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარში.