შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა
შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა

A+ A-

×

14:12 13/05/2019

შვედეთის პროკურატურამ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. საუბარია გაუპატიურების ბრალდებაზე, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს, სტოკჰოლმში „ვიკილიქსის“ კონფერენციის შემდეგ მოხდა.

47 წლის ჯულიან ასანჟს სექსუალურ ძალადობაში ორი ქალი ადანაშაულებს, თუმცა თავად ეჭვმიტანილი ამ ბრალდებას უარყოფს.

შვედეთის პროკურატურამ საქმის წარმოება 2017 წელს, გამოძიებაში წინსვლის არ არსებობის მიზეზით შეწყვიტა. გამოძება მას შემდეგ განახლდა, რაც ეკვადორის საელჩომ ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი შეუჩერა და ლონდონში მდებარე საელჩოდან გააძევა.

ამ დროისთვის გაუპატიურებაში ბრალდებული 50 კვირიან სასჯელს გირაოს პირობების დარღვევის გამო გაერთიანებულ სამეფოში იხდის.