"მაჩალიკაშვილის თავგანწირვა ირინა ენუქიძის თავგანწირვას მაგონებს... მეზიზღება ასეთი სახელმწიფო"
"მაჩალიკაშვილის თავგანწირვა ირინა ენუქიძის თავგანწირვას მაგონებს... მეზიზღება ასეთი სახელმწიფო"

A+ A-

15:16 13/05/2019
ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან
„მალხაზ მაჩალიკაშვილის ადგილზე, შესაძლოა, ხელში იარაღი ამეღო და ჩემი შვილის მკვლელს გავსწორებოდი. მაჩალიკაშვილის თავგანწირვა ირინა ენუქიძის თავგანწირვას მაგონებს. სახელმწიფო, რომელიც მაჩალიკაშვილის ოჯახს ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძის, არ შეიძლება ჩამი სამშობლო იყოს“, - განუცხადა “2020NEWS“-ს იურისტმა ლია მუხაშავრიამ.
 
- ქალბატონო ლია, მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბიტკოინების ოთხ საწარმოს ამუშავებს. თან ისე, რომ ელექტროენერგიაში ფულს საერთოდ არ იხდის. თქვენი მოსაზრებით, რამდენად სარწმუნოა აღნიშნული ინფორმაცია? შესაძლოა, “ოცნების“ ლიდერი კიდევ უფრო გამდიდრების მიზნით, ასეთ მძიმე ეკონომიკურ და ეროვნულ დანაშაულს ჩადიოდეს ?
 
- ვფიქრობ, შეუძლებელია, რომ აღნიშნული ინფორმაცია რეალური იყოს. მით უფრო, როცა ენგურჰესი, რომლის სიმძლავრე შემცირდა, ძალიან სერიოზული კაპიტალის მიზიდვას საჭიროებს. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ძალიან ცუდი პირობებია, ცხოვრება და უსაფრთხოება დაუცველია, ამიტომ საერთოდ უაზრობაა იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშილმა ამ ტერიტორიაზე სერიოზული საქმის კეთება გადაწყვიტა. ბიტკოინის ქარხანა ააშენო იმ ტერიტორიაზე, სადაც გლეხს სახლში ხილსაც კი არ უჩერებენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. აფხაზეთი ენერგეტიკული პრივილეგიებით ნამდვილად სარგებლობს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ სახიფათო ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი ბიტოკინების საწარმოებს ამუშავებს. მე აღნიშნული ინფორმაციის სანდოობას გამოვრიცავ.
 
- ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დასავლელ პარტნიორებს მისი გადაყენების რეალური მიზეზების შესახებ უამბო და რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ, ქუბულია “ოცნების“ პარტიაზე და პირადად ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც თანამდებობიდან გადააყენა, ინტერენაციონალურ დონეზე პარტიის იმიჯის შელახვის მიზნით, შურს იძიებს?
 
- იმ შემთხევევაში, თუ გიორგი ქობულია "ქართულ ოცნებაზე“ და პირადად ბიძინა ივანიშვილზე შურს იძიებს, მივესალმები. თანამდებობაზე ყოფნის დროს ქობულიამ განაცხადა, რომ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას უშლიდნენ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითაც აისახებოდა. როგორც ჩანს, "ოცნებას“ და ზოგადად, ბოლო დროს ქვეყნის სათავეში მოსულ ყველა ხელისუფლებას აწყობს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ღატაკები ვიყოთ, რადგან ღარიბი საზოგადოების მართვა ძალიან იოლია. საქართველოში საშუალო კლასი რომ არსებობდეს, ადამიანებისა და მედიის მოსყიდვა/დაშინებას ვერავინ გაბედავდა. პირდაპირ ვამბობ, ხელისუფლების ინეტერსშია, რომ საქართველოში ეკონომიკა არ განვითარდეს, რადგან განვითარებული ეკონომიკის პირობებში "ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 20 ან 10 ლარად მოსყიდვა გაუჭირდება.
 
- უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმდჯომარემ ნინო გევნეტაძემ, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აღიარა, რომ სასამართლოს სისტემის კლანის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი იყო, თსუ-ს პრორექტორად დანიშვის შემდეგ, თანამდებობის დატოვება კვლავ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას დაუკავშირა. როგორ ფიქრობთ, გვენეტაძემ პოსტიდან წასვლის რეალური მიზეზის შესახებ საუბრი, რა მიზეზის გამო არ მოინდომა?
 
- ის მუქარა, რომლის გამოც ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა, დღემდე ძალაშია. როცა სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შუაგულში მყოფი გვენეტაძე კვლავ აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა, ეს ნიშნავს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია. ვფიქრობ, რომ ქალბატონი ნინო არ არის მშიშარა ადამიანი, მაგრამ მას ჩინჩალაძის კლანმა, რომელმაც გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, ძალაუფლება მთლიანად ხელში აიღო, ისეთი მძიმე ვითარება შეუქმნა, რომ ფიზიკური განდგურების მუქარაზეც იყო საუბარი, რაც გვენეტაძის გადადგომით დასრულდა.
 
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი, რომლებიც ტერორისტული აქტის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა, დღემდე არ დაუკებია. როგორ ფიქრობთ, რატომ? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადგილი ხომ არ აქვს პანკსის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გადაფარვის მცდელობას, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილის ვაჟი თემირლან მაჩალაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა?
 
- სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილის გაჩუმებას ნებისმიერ ფასად სცდილობს. როგორც ჩანს, შვილის მკვლელობა არ იკმარეს და ახლა ბინძური მეთოდებით მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. მაჩალიკაშვილს სოლიდარობას ვუცხადებ, მის დასაცავად ყოველთვის მზად ვიქნები. ეს ამბავი ასე არ უნდა დამთავრდეს. სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩაიდინა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადგილზე, შესაძლოა, ხელში იარაღი ამეღო და ჩემი შვილის მკვლელს გავსწორებოდი. მალხაზ მაჩალიკაშვილის თავგანწირვა ირინა ენუქიძის თავგანწირვას მაგონებს. სახელმწიფო, რომელიც მაჩალიკაშვილის ოჯახს ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძის, არ შეიძლება ჩემი სამშობლო იყოს. მეზიზღება ასეთი სახელმწიფო. ყველაფერს გავკეთებ იმისთვის, რომ აღნიშნული საქმე ობიექტურად იყოს გამოძიებული.
 
ავტორი : ეკატერინე ზარნაძე