მიმინოშვილი ივანიშვილთან მივიდა, თავი შეაცოდა და თანამდებობა სთხოვა - სოსო ცინცაძე
მიმინოშვილი ივანიშვილთან მივიდა, თავი შეაცოდა და თანამდებობა სთხოვა - სოსო ცინცაძე

A+ A-

×

16:24 13/05/2019

პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე გამოცდების ევროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მიერ დაკავებულ თანამდებობას ხელოვნურად გაზრდილ შტატს უწოდებს და ამბობს, რომ მიმინოშვილმა აღნიშნული თანამდებობა "ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშილის მიერ გაწეული პროტექციის გზით დაიკავა.

- ბატონო სოსო, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა მუშაობა პარტია "ქართულ ოცნებაში“ დაიწყო. როგორც პარტიაში განაცხადეს, მას ახალი სახეების შერჩევა, მმართველი პარტიის წევრების მომზადება და ტერნინგების ჩატარება ევალება. თქვენი აზრით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, მიმინოშვილმა აღნიშნული თანამდებობა რა ნიშნით დაიკავა?

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მიმინოშვილის მიერ დაკავებული თანამდებობა სრული სისულელეა და ფაქტიურად, არაფერში ფულის ხარჯვას ნიშნავს. მიმინოშვილი იმ არაეფქტური გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იყო, რომლის გამოცდები აბიტურინტებისთვის აბსოლუტურად არაფრის მომცემი იყო. "ქართული ოცნების“ წევრების გადამზადების შესახებ საუბარი სრულიად სასაცილოა. მმართველ პარტიას ვურჩევი, რომ სპეციალისტი, რომელიც პარლამენტარებს წერასა და ჩანგლის მოხმარებას ასწავლის, ევროპიდან ჩამოიყვანონ.

- ფიქრობთ რომ თანამდებობა, რომელიც მიმინოშვილმა დაიკავა, ხელოვნურად გაზრდილი შტატია?

- რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნურად გაზრდილი შტატი. ასეთი თანამდებობა მსოფლიოში არ არსებობს. მსოფლიოს სხვადასხავა ქვეყანაში არსებობს გადამზადების ცენტრები და კლუბები, მაგარამ აღნიშნული ტიპის თანამდებობა არა. მიმინოშვილმა "ოცნების“ წევრებს რა ლექციები უნდა წაუკითოს?! უმუშვერობას მუშაობა რომ სჯობს? და შიმშილობას დანაყრება?!

- თქვენი მოსაზრებით, ვისი პროტექციის გზით შესაძლოა დანიშნულიყო მიმინოშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე ?

- თავის დროზე მიმინოშვილი უმუშევარი დარჩა, ამიტომ მივიდა ბიძინა ივანიშვილთან, თავი შეაცდოდა, თანამდებობა სთხოვა და ხელოვნურად შექმნილი ადგილი გამოუნახეს. ჰკითხეს სად იმუშავებდა და თქვა, რაღაც მომზადება-გადამზადების ცენტრშიო.

- მმართველი პარტია 2020 წლამდე აქტიურდება და ახალი სახეების მოზიდვას პროცესს იწყებს. როგორ ფიქრობთ, "ქართული ოცნება“ მოახერხებს პარტიაში ღირსეული და პროფესიონალი კადრების მოზიდვას?

- ახალი სახეები სად არიან?! საქართველო ერთი ციცქნა ქვეყანაა და ჭკვიანი ადამიანების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია, მითუმეტს ხელისუფლებაში. იმედი იმისა, რომ მმართევლი პარტია “ოცნებაში”ღირსეულ და პროფესიონალ კადრებს მოიზიდავ,ს ნაკლები მაქვს.

ავტორი : ეკატერინე ზარნაძე