ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამედ მოიგო
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამედ მოიგო

A+ A-

12:57 14/05/2019

წლის მესამე სუპერტურნირის – ნაცუ ბაშოს მესამე დღის შემდეგ, ტოჩინოშინი კვლავ უდანაკარგოა.

ჩიოტარიუს და დაეიშოს დამარცხების შემდეგ, ლევანმა მეოთხე მაეგაშირა – ოკინოუმი დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 7:5 იყო ქართველის სასარგებლოდ.

დღესვე, საკუთარი დაპირისპირება მოიგო გაგამარუმაც, რომლის ბალანსზეც ახლა ორი გამარჯვება და ერთი მარცხია.