ოცნება გრუზავიკზე“ - ზუგდიდის მერობის სახელისუფლო კანდიდატი რუსულ "მაშინაზეა" ამხედრებული
ოცნება გრუზავიკზე“ - ზუგდიდის მერობის სახელისუფლო კანდიდატი რუსულ "მაშინაზეა" ამხედრებული

A+ A-

13:11 14/05/2019

სოციალურ ქსელში "გრუზავიკზე ამხედრებული" "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას სარეკლამო ბანერი ვრცელდება.

"ზუგდიდის მერობის კანდიდატის სარეკლამო "მაშინა'' - აი, სად გაბრუნებთ "ოცნება”-ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია კალანდია "ფეისბუქის“ გვერდზე წერს და ზუგდიდის მერობის კანდიდადის გეგა შენგელიას სარეკლამო ბარენის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანაზეა გაკრული.

"არ გეგონოთ, რომ რამე კოლაჟია. ეს არის "ოცნებიდან'' ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას სარეკლამო "მაშინა"))).

გასული საუკუნის ფილმი ხომ გახსოვთ "შეხვედრის ადგილი უცვლელია", ვისოცკი რომ თამაშობს. იქ, თორემ ყველაზე მხცოვნებსაც აღარ ახსოვთ ეს ჯართი... წარსულის, წარსულის წარსულში, აი, სად გაბრუნებთ "ოცნება'' - ტესლას საუკუნეში, "პალტარატონკა'' და რამე“, - წერს სოციალურ ქსელში მაია კალანდია.