შევახსენებ ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებს მილიარდები კი არა, მილიონი ხმა იგებს - დავით ბერძენიშვილი
შევახსენებ ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებს მილიარდები კი არა, მილიონი ხმა იგებს - დავით ბერძენიშვილი

A+ A-

×

13:24 14/05/2019

"გაპრეზიდენტების პირველ წლებში მიხიელ სააკაშვილმა რეფორმატორული ნიჭი გამოავლინა. იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილზეც, მაგრამ მეორე ვადით არჩევნის შემდეგ, სააკაშვილი არ მოგვწონდა და ივანიშილი ყოფილ პრეზიდენტზე კიდევ უფრო დაბალი კლასის მქონე აღმოჩნდა.

ასე, რომ ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური სპექტრის შექმნა და პარლამენტის ბევრი ახალი პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტება აუცილებელია“, - განაცხადა “2020NEWS”-თან “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიად დღემდე ვერ ჩამოყალიბდა და მმართველ პარტიაში დაწყებული ახალი კადრების მოზიდვის პროცესი კრახით დასრულდება.

- ბატონო დავით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, რომელიც თანამდებობიდან არაეფექტური მუშაობის გამო გაათავისუფელეს, მმართველი პარტიის თაოსნობით პარტიულ თანამდებობაზე დაინიშნა, რომლის მოვალეობა “ოცნების“ გუნდის განახლების პროცესსა და იმ პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება იქნება, რომელსაც პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენს. როგორ ფიქრობთ, "ოცნება“ მიმონოშვილის ხელმძღვანელობით შეძლებს პარტიაში ახალი კვალიფიციური კადრების ისე მოზიდვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს?

- ასე პოლიტიკური პარტიის მშნებლობა არ ხდება. "ქართული ოცნება“ არსებობას, ისე დაამთვარებს, რომ პარტიად საერთოდ ვერ ჩამოყალიბდება. „ქართულმა ოცნებამ“ შვიდი წლის განმავლობაში პარტიული კადრები რით ვერ მოიზიდა?! ეს პროცესი ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც ბიძინა ივანიშილის მცდელობა, შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებას შექმნიდნენ. რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, ასეთი თანამდებობის არსებობა უბრალოდ არასერიოზულია. ქვეყანაში სოფო კილაძეების მსგავსი ადამიანების პოვნა ძალიან ძნელია. მოყირჭებულ პარტიაში რაიმე ტიპის ეფექტურ განახლებას არ ველოდები. "ქართულმა ოცნებამ“ შვიდი წლის განმავლობაში საზოგადოების ის ნდობაც გაფლანდა, რომელიც ჰქონდათ, ამიტომ წესიერი და კვალიფიციური ადამიანები იმ პარტიაში არ გაწევრიანდებიან, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღარ ენდობა.

- ზუგდიდში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებში ოპოზიციიდან პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი სანდრა რულოვსი კენჭს იყრის, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები ფიქსირდება. თქვენი მოსაზრებით, "ოცნებას“ ასე რატომ ეშინია შუალედური არჩვენების წაგების? იმიტომ ხომ არა, რომ ერთ რეგიონში წაგებული არჩევნებიც კი ხელისუფლების რღვევის დასაწყის ნიშნავს?

- ვფირობ, რომ ნებისმიერი ოლქი, სადაც ხელისუფლება წააგებს "ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახის მომასწავებელი იქნება. ასევე, მსურს ავღნიშნო, რომ 19 მაისის პოლიტიკური არჩევნების შედეგების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტი ერთია, მეორე ვადის მიწურულს ვერც ერთმა ხელისუფლებამი ვარგა და ვერც "ქართული ოცნება“ ივარგებს. "ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არჩევნების პერიოდში მილიარდების იმედად არის დარჩენილი, შევახსენებ, რომ არჩევნებს მილიარდები კი არა, მილიონი ხმა იგებს.

- თქვენი პარტიის სახელით განაცხადეთ, რომ არჩევნებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გარეშე "ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელია. მმართველი პარტიის ფიასკოს მიზნით, მზად ხართ ითანამშრომლოთ იმ პარტიასთან, რომელიც ხელისუფლებიდან სახლში სწორედ "ქართულ ოცნებასთან“ ერთად გაისტუმრეთ?

- არჩევენების შედეგი აჩვენებს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად აუცილებელი ხმების თითქმის ნახევარი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე გადის, ნახევარზე მეტი კი მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგებზე. საპრეზიდენტო არჩვებმა კიდევ უკეთესი შედეგი აჩვენა, კერძოდ, ის, რომ მიხეილ სააკშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ერთნაირი ძალა აქვთ. ხელისუფლებას სახლში მარტო ვერც სააკაშვილის მომხრეები გაუშვებენ და ვერც ჩვენ, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აუცილებელია. გაპრეზიდენტების პირველ წლებში მიხიელ სააკაშვილმა რეფორმატორული ნიჭი გამოავლინა, იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილზეც, მაგრამ მეორე ვადით არჩევნის შემდეგ, სააკაშვილი არ მოგვწონდა და ივანიშილი ყოფილ პრეზიდენტზე კიდევ უფრო დაბალი კლასის მქონე აღმოჩნდა. ასე, რომ ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური სპექტრის შექმნა და პარლამენტის ბევრი ახალი პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტება აუცილებელია.

- პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემაში ოდიოზურ მოსამართლეებს იმიტომ ინარჩუნებს, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურად დაკანონება სურს. როგორ ფიქრობთ, უზენეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლე კანდიდატთა მთავარი მოთხოვნა, რომელიც კანდიდატებს თანამდებობაზე განწესების შესაძლებლობას მისცემს, ივანიშვილისადმი გამოხატული მორჩილება შესაძლოა იყოს?

- ბუნებრივია, ასეა. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ დროს მოიგებდა, თორემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა. პარტიის ხელმძღვანელის ხელისუფლება არ იყოფა და განახლებას არც ერთი მიმართულებით არ ექვემდებარება. "ქართული ოცნება“ ვერც უკეთეს პარლამენტის სიას შექმნის და ვერც სასამართლში მიიყვანს კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რადგან ივანიშვილისთვის საკადრო პოტენციალი მისდამი მსახურებაში გამოიხატება.

ავტორი : ეკატერინე ზარნაძე