თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
„შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე, სამშენებლო მოედანზე მოხდა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცია გარდაცვლილი", - აცხადებენ შსს-ში.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მუშა გარდაცვლილი დახვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.