ხვალ გიორგი ქობულია სკანდალურად ალაპარაკდება?!
ხვალ გიორგი ქობულია სკანდალურად ალაპარაკდება?!

A+ A-

×

17:20 14/05/2019
ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან
 
“ოცნება“ არის ძალიან სუსტი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური.
 
ამ პარტიის უდიდესი ნაწილი უბრალოდ შემთხვევითი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც ცხოვრების ნაწილი პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაუდევთ, ამიტომ შეუფერებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ არასასურველ შედეგს ვიღებთ“, - განაცხადა “2020NEWS“-თან ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.
 
მისივე თქმით, გიორგი ქობულიას პარამეტრების მქონე ადამიანი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას არ შეეფერებოდა.
 
- ბატონო დემურ, ხვალ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის პოსტიდან გადაყებული გიორგი ქობულია პარლამენტში მივა, სადაც ყოფილი მინისტრი, ჩვენი ინფორმაციით, იმ ფაქტორებზეც ისაუბრებს, რომელთა გამოყენებით ეკონომიკური მაჩვენებელის 7%-დან 9 %-მდე გაზრდაა შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, ექსმინისტრს გააჩნდა ის პოტენციალი, რომელთა გამოყენება ქართულ ეკონომიკას განვითარების საშუალებას მისცემდა?
 
- გიორგი ქობულიასთან 9 თვის განმავლობაში პროფესიულად ჩამოყალიბებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის იმ ნაწილის შესახებ გეგმა ვერ მოვისმინეთ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას ეხება. ქობულია პარლამენტში ამბიციურ განცხადებებს აკეთებდა და უნდა ითქვას, რომ საკნონმდებლო ორგანო არ არის ის ადგილი, სადაც პირველად უნდა მოვისმინოთ რაღაც შეხედულება მინისტრისა. არ ვფქრობ, რომ ქობულიას პარამეტრების მქონე ადამიანი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას შეესაბამებოდა. ის, შესაძლოა, შესანიშნავი კონსულტანტია, მაგრამ მინისტრის ფუნცია სულ სხვა არის, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
 
- ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ქობულიამ დასავლელ პარტნიორებს გადაყენების რეალური მიზეზების შესახებ უამბო და რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ პარტიაზე და ბიძინა ივანიშვილზე შურიძიების მიზნით, ქობულია მანკიერ მმართველობაზე საჯაროდ ალაპარაკდება?
 
_ შესაძლოა ალაპარაკდეს. თუ თქვენ მიერ კითხვაში ხსენებული ინფორმაცია დადასტურდა, უფრო ნათელი გახდება, რომ "ოცნება“ აზრზე არ არის, როგორი საკადრო პოლიტიკა უნდა განახორციელოს. გიორგი ქობულია მოხვდა იმ ადგილზე, სადაც მოხვედრის ათასი შანსიდან ერთიც კი არ უნდა ჰქონოდა. მთავრობამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან, რადგან გაჭედილი ვართ საშინელ პრობლემები. აბა პოლიტიკოსებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველა მეზობელი ფეხებზე უნდა დაიკიდონ და ბრიუსელში უნდა ირბინონ იმისთის, რომ საქართველოს მომავალი უზრუნველყონ, ან მარიონეტებს ვეძახი ან გონებასუსტებს, რომლებსაც ქვეყნის განვითარების ძალიან ვიწრო შეხედულება აქვთ. მთავრობისა და "ოცნების“ უბედურება ის იქნება, თუ ქობულია გაამხელს ისეთ ინფორმაციას, რომელიც პოლიტიკურ კონტექსტში არ ჯდება, თორემ "ოცნება“ რაც არის კარგა ხანია ცნობილია.
 
- ფრაზაში “ ოცნება რაც არის კარგა ხანია ცნობილია“, რას გულისხმობთ?
 
- “ოცნება“ არის ძალიან სუსტი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური. ამ პარტიის უდიდესი ნაწილი უბრალოდ შემთხვევითი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც ცხოვრების ნაწილი პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაუდევთ, ამიტომ შეუფერებლობის პრინციპიდან გამოდინარე, ჩვენ არასასურველ შედეგს ვიღებთ. მეც არ ვარ ცუდი ადამიანი, მაგრამ ვახტანგ მაჭავარიანის სიმფონიურ ორკესტრში რომ დამინახოთ, ქვა უნდა მესროლოთ. ჩვენ კი იმ ადამიანებს არ ვესვრით ქვებს, რომლებიც ისეთ თანამდებობებზე მოხვდნენ, რომელთა შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. სულ ეს არის "ქართული ოცნება“.
 
 ავტორი : ეკატერინე ზარნაძე