გურჯაანის მუნიციპალეტეტის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გურჯაანის მუნიციპალეტეტის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

A+ A-

×

12:05 15/05/2019

გურჯაანის მუნიციპალეტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ჩუმლაყში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სოფლის ხელმძღვანელს ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. „კახეთის ხმის“ ინფორმაციით, მას დაპირისპირება ძმებთან, დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა.

ე. წ. ბაღის უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის გათხრის დროს, გათხარეს, ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი დაზიანდა. მის აღდგენამდე, ბერულაშვილები უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

როგორც “2020NEWS”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 13 მაისს მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით  შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.