აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება“ მალე სახლში წავა - ზურაბიშვილი
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება“ მალე სახლში წავა - ზურაბიშვილი

A+ A-

13:22 15/05/2019

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

“მმართველი პარტიის წევრები საკუთარ თავს აჯერებენ იმას, რომ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ, თორემ რეალობა ის არის, რომ საზოგადოების განწყობა "ქართული ოცნების“ მიმართ ყოველდღიურად უარესდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ეზრდებათ”, - განაცხადა “2020NEWS”-თან "რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება“ შუალედური არჩევნების გაყალბებას იმაზე უფრო უნიჭოდ ცდილობს, ვიდრე თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებდა.

- ბატონო დავით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერში "ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვების მიზნით, ამომრჩევლის მოსყიდვის, გატაცებისა და დაშინების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, არჩევნების ლეგიტიურობა და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი ეჭვქვეშ დგას ?

- რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ დგას. ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვას მაშინ იწყებს, როცა საქმე ცუდად აქვს. "ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების პრაქტიკას დაამატა ის, რომ ამომრჩევლის დაშინების შესახებ „ოცნების“ დეპუტატის მიერ გაჟღებული მოსაზრებები გადაღებულია, ანუ მმართველი პარტია იმაზე უფრო უნიჭო აღმოჩნდა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობაა“. არჩევნების დროს, გამარჯვების მიზნით, ყველაფერზე წასვლა ქართული სახელისუფლებო პოლიტიკის ტრადიციაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ არათუ დაასრულა, არამედ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანა.

იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები აღარ გაყალბდეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რასაც ჰქვია არჩევნების გაყალბების შავი ლაქა წარსულს უნდა ჩაბარდეს. 2013-2014 წლებში ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ არჩევნების კუთხით საქართველომ დემოკრატიის მაღალი ხარისხი არჩვენა, მაგრამ აღნიშნული იმით იყო განპირობებული, რომ მაშინ "ქართულ ოცნებას“ დამარცხება არ ემუქრებოდა. ახლა კი "ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და გაყალებებისთვის ყველაფერზე აწერს ხელს.

- იმ შემთხვევაში, თუ “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება, ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა ვერ მოახერხა, მმართველი პარტია შუალედური არჩევნების მოგებას შეძლებს? მათ შორის, ზუგდიდში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი სანდრა რულოვსი იყრის კენჭს?

- საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვება საკმაოდ რეალურია. მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გაიმარჯვებდა, მაგრამ რეალურად აღნიშნული არჩევნები "ოცნებების“ მხარადაჭერილმა კანდიდატმა წააგო. ახლა მმართველი პარტიის წევრები საკუთარ თავს აჯერებენ იმას, რომ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ, თორემ რეალობა ის არის, რომ საზოგადოების განწყობა "ქართული ოცნების“ მიმართ ყოველდღიურად უარესდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურ კანდიდატებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ეზრდებათ.

- იმის გათვალისწინებით, რომ შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების ერთგავრი რეპეტიციია, რამდენად მაღალია შანსი იმისა, რომ ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებამ ხელისუფლების რღვევის პროცესი დააჩქაროს?

- ვფიქრობ, რომ ხელისუფლების შეცვლა უკვე ტექნიკური საკითხია. დღეს ქვეყანაში არსებობს მმართველი გუნდი, რომელიც ძალაუფლებას ებღაუჭება და მაინც ვერაფერს აკეთებს, ანუ ქვეყანა წინ ვერ მიჰყავს. ასეთი ხელისუფლება, ბუნებრივია, შესაცვლელია. მთავრი პრობელმა ის არის - "ქართულ ოცნებას“ ვინ და როგორ შეცვლის, თორემ ეს პარტია რომ სახლში წავა, ამაში ამბოლუტურად დარწმუნებული ვარ.

ამ ხელისუფლების სახლში გასტუმრება კონკრებული პოლიტიკური ძალის ექსკლუზივი არ უნდა იყოს, რადგან ქვეყნის მართვის შესახებ პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაინაწილონ. ასეთია ევროპისკენ მიმავალი გზა. ხელისუფლებას მარტივად არავინ თმობს, მაგრამ თუ ხალხის ნება იქნება, “ოცნება“ ვერაფერს გაბედავს.

- პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვება ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის სრულფასოვან დაბრუნებას გამოიწვევს. თქვენი მოსაზრებით, პოლიტიკური პროცესის ამგვარი განვითარება საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გეგმებზე რა სახის გავლენას მოხდენს ?

- მიხიელ სააკაშვილი, რომელიც ზოგჯერ ჩვენთვის მიუღებელ პოზიციებს აფიქსირებს, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში დიდი ხანია მონაწილეობს და ფაქტია, რომ რულოვისის შესაძლო გამარჯვება ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის კიდევ უფრო გააქტურებას გამოიწვეს. პირადად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკასა და მოქალაქეებისადმი მისდამი დამოკიდებულებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლიტიკაში მისი რესტავრაცია ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ნიშნავს.