ჩემი გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული - გიორგი ქობულია
ჩემი გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული - გიორგი ქობულია

A+ A-

×

13:26 15/05/2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით მისი გადაყენების საკითხი ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. ექს-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ იგი გარკვეულ გადაწყვეტილებებში და ხედვებში არ ეთანხმებოდა. ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში პარლამენტის დამოუკიდებელი და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი დეპუტატები უსმენენ.

“მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული. ჩემი გადაყენების პრეროგატივა პრემიერს აქვს, მე მგონია ამაში გასაკვირი არაფერია. ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციების შედეგად იყო მიღებული. ჩემი გადაყენების მიზეზები იყო ის, რომ მე მხარს არ ვუჭერდი მთელ რიგ გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს ქობულია.

შეგახსენებთ, 18 აპრილს გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა, როგორც ქობულიამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა არსებობდა გარკვეული ბარიერები, რის გამოც, ის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა სწორედ ამის გათვალისწინებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკომიტეტო სხდომაზე გიორგი ქობულიას თავისუფალ ფორმატში მოსმენის საკითხი დააყენეს. დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლო სამი დეპუტატი: ზაზა ხუციშვილი, შოთა შალელაშვილი და ბიძინა გეგიძე.