2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 137.1 მილიონი დოლარი შეადგინა
2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 137.1 მილიონი დოლარი შეადგინა

A+ A-

13:37 15/05/2019

2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით - 12.6 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში ერთ მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების რაოდენობით იტალია - 18.44 მილიონი აშშ დოლარით ლიდერობს, ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან რუსეთი 34.35 მილიონი აშშ დოლარით.

2019 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ხოლო 18.5 მილიონი აშშ დოლარი 2018 წლის აპრილში.