აი ამ დანაშაულებრივი სიდებილისთვის არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ვინმეს? ასე წარადგინეს საქართველო ევროვიზიაზე
აი ამ დანაშაულებრივი სიდებილისთვის არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ვინმეს? ასე წარადგინეს საქართველო ევროვიზიაზე

A+ A-

×

14:03 15/05/2019

„საქართველოს ასეთი წარდგენა რომელი ავადმყოფის რეგვენმა "ბაშკამ" მოხარშა? რა არის ეს?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
ეს დანაშაულია! ამაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს! ამიხსენით საქართველოს ასეთი წარდგენა რომელი ავადმყოფის რეგვენმა "ბაშკამ"  მოხარშა? რა არის ეს? კი, კარგად იმღერა, ცუდად თუ თვითონ სიმღერა არ ვარგოდა თუ რაც იყო და როგორც... ჯანდაბას! მაგრამ აი ამ დანაშაულებრივი სიდებილისთვის არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ვინმეს?

ევროპის წინაშე წარადგენ საქართველოს! და აქცენტი ცისფერ მეჩეთზე და ცისფერებში ჩაცმული ოთხი არაქართული გარეგნობის, არაბ-სპარსელ-ოსმალური შესახედაობის ბიჭი ისეთი როკვით, როგორითაც საჭურისები ართობდნენ სპარსეთის ჰაშებს! - რა არის ეს? რაის მავთულხლართი და რისი რუსეთი, ესენი რომ უკეთებენ ამ ქვეყანას ცუდ საქმეს, ისეთს რუსეთი ვერაფერს დაგვიშავებს!

მიპასუხეთ ვინმემ - რისი თქმა სურდათ ამითი ამისგამკეთებლებს? ვინ გააკეთა ეს? ანუ მავთულხლართები გაგვიბა ცუდმა რუსეთმა და ჩვენი ისტორიული ძმა და მეგობარი ირან-თურქეთი ჩვენს გვერდით არიანო? და უფრო ახლოს არიან ქართულ კულტურასთანო? თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე?

სერიოზულად ვამბობ - თურქული დიდი მაყუთები იგრძნობა აქ და ვიღაცა ამის გამო უნდა დაისაჯოს!“