"სუნიანიაო ვიღაც ქოცზე ამბობს ეს მორალურად აყროლებული“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
"სუნიანიაო ვიღაც ქოცზე ამბობს ეს მორალურად აყროლებული“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

A+ A-

14:39 15/05/2019

"ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მორალურად აყროლებულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გამაოგნებელი დეგრადაცია განიცადა.

“ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა”, – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

სუნიანიაო ვიღაც ქოცზე ამბობს ეს მორალურად აყროლებული. ვიღაც არარაობის გამო, შეუძლია რომ ასეთი ამაზრზენი უკულტურობა გამოავლინოს საჯაროდ. გამაოგნებელი მასშტაბის დეგრადაცია განიცადა", - წერს სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარი დეპუტატის შესახებ საუბრისას განაცხადა:

"ფსიქიატრიულები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, "დეგრადირებული“ და "სუნიანი“ უწოდა.