"თურნავა ხომ არ არის ტროას ცხენი, რომელიც თქვენთან იყო ჩამჯდარი და გაკონტროლებდათ?"
"თურნავა ხომ არ არის ტროას ცხენი, რომელიც თქვენთან იყო ჩამჯდარი და გაკონტროლებდათ?"

A+ A-

15:17 15/05/2019

ნათია თურნავა ტროას ცხენია,რომელიც გაკონტროლებდათ? - ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ  ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას.

ჭიჭინაძე დაინტერესდა ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ნათია თურნავა ეკონომიკის ახალ მინისტრად, მაშინ როდესაც “საპარტნიორო ფონდში“ თურნავას მუშაობით არ იყვნენ კმაყოფილი.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი შემცვლელია ნათია თურნავა საპარტნიორო ფონდიდან  მოვიდა, რომელიც არაეფექტურად მუშაობდა, მე მაინტერესებს, ვინ ლობირებდა ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის  თანამდებობაზე? ასევე მაინტერესებს იგეგმება თუ არა ელექტროგადამცემი სისტემების პრივატიზება, რადგან როგორც ვიცი, ეს ქალბატონი მინისტრის პოზიციაზე სწორედ ამ საკითხის ლობირებისთვის მოვიდა.

თურნავა ხომ არ არის ტროას ცხენი, რომელიც თქვენთან იყო ჩამჯდარი და რომელიც გაკონტროლებდათ?“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე ასევე დაინტერესდა იგეგმება თუ არა რკინიგზის პრივატიზებაც.

შეგახსენებთ, 18 აპრილს გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა, როგორც ქობულიამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, არსებობდა გარკვეული ბარიერები, რის გამოც, ის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა სწორედ ამის გათვალისწინებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკომიტეტო სხდომაზე გიორგი ქობულიას თავისუფალ ფორმატში მოსმენის საკითხი დააყენეს.