"გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება"
"გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება"

A+ A-

17:07 15/05/2019

“ეკლესიის პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან მსვლელობას. დანარჩენი სახელმწიფო იზრუნებს ამ წესრიგის დამყარებაზე“ – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხდა.

მისი თქმით, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ 17 მაისს დაპირისპირება და არეულობა არ მოხდება.

„ძალიან გთხოვთ, რომ ამ კონკრეტულ ცალკეულ შემთხვევას, რომელიც 2013 წელს მოხდა ნუ განაზოგადებთ და ამის გამო ნუ შექმნით მოსალოდნელ შიშებს. შეიძლება რაიმე გაუგებრობა მოხდეს, ჩვენ ასეთი გარანტიების მოცემა არ შეგვიძლია. ჩვენ გარანტიას ვერავის მივცემთ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები არ განმეორდება“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

პარალელურად 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.