“პრემიერის გადაწყვეტილებით გადადგა მინისტრი, რომელიც საქართველოს გადასარჩენად მოვიყვანეთ“
“პრემიერის გადაწყვეტილებით გადადგა მინისტრი, რომელიც საქართველოს გადასარჩენად მოვიყვანეთ“

A+ A-

×

17:10 15/05/2019

“პრემიერის გადაწყვეტილებით გადადგა მინისტრი, რომელიც საქართველოს გადასარჩენად მოვიყვანეთ“,- ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ქობულია ისე გადააყენეს, რომ კონკრეტული მიზეზი არავის უთქვამს.

მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო მმართველობის საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის უგულებელყოფა ხდება, რომლითაც დგინდება, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა მყარდება.

“გიორგი ქობულიას მადლობას მოვახსენებ თუ არა, ჯერ ეს არ ვიცი, პაუსხებს დაველოდები ამ კითხვებზე.
მე აქ მოვედი საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო და რომლითაც პარლამენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ საპარლამენტო მმართველობა მყარდება და დგინდება საქართველოში კიდევ უფრო მეტად. მე აქ მოვედი იმის გასარკვვად, თუ რა ხდება - ამ კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავრობა, თუ ის ყოვლისმომცველი ცნება, რომელმაც ნელ-ნელა შეცვალა ყველა ინსტიტუცია კონსტიტუციური, სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც ჰქვია სიტყვა გუნდი, აი ეს გუნი მმართველობს და ეს მიღებული კონსტიტუცია არის ფარატინა ქაღალდი, როგორც ბევრი სხვა მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტის, მთავრობის, თვითმმართველობის და ა.შ.

როგორ ითქვა? - პრემიერის გადაწყვეტილებით გადაგაო, ხედავთ მიგნებების სიმაღლეებს საკანონმდებლო მმართველობით პროცესში?! პრემიერის გადაწყვეტილებით გადადგა და ამასობაში გადადგა ვინ? - მინისტრი, რომელიც მოვიყვანეთ საქართველოს გადასარჩენად.  რადგან წინა მთავრობა გავუშვით სწორედ ეკონომიკაში სერიოზული ჩავარდნების გამო, და საქართველოს გადასარჩენად მოსული მინისტრი ისე გადადგა პრემიერის გადაწყვეტილებით, რომ ორ კონკრეტულ მიზეზსაც არავინ გვეუბნება. ამიტომ, გიორგი ქობულიას მადლობას ვეტყვი, თუ ჩვენ გავიგებთ, რა ჭირს ამ ქვეყანას, არა მხოლოდ ეკონომიკის თვალსაზრისით, არამედ პირველ რიგში სახელმწიფო მმართვის თვალსაზრისით.

თუ სახელმწიფო მმართვის პრობლემა არ მოგვარდება, მოვა მინისტრი, წავა მინისტრი, ჩუმად თუ ხმამაღლა, დაგვრჩება ერთიდაიგივე რეალობა. რა ელის ქვეყანას მმართველობის თვალსაზრისით, რა არის კონკრეტული საკითხები, რომელიც არ შეასრულეთ პარლამენტის დამტკიცებული პროგრამიდან“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 აპრილს გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა, როგორც ქობულიამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, არსებობდა გარკვეული ბარიერები, რის გამოც, ის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა სწორედ ამის გათვალისწინებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკომიტეტო სხდომაზე გიორგი ქობულიას თავისუფალ ფორმატში მოსმენის საკითხი დააყენეს.