"ქართულმა ოცნებამ" ჭიათურა ჭაობად აქცია - გიგი უგულავა
"ქართულმა ოცნებამ" ჭიათურა ჭაობად აქცია - გიგი უგულავა

A+ A-

18:00 15/05/2019

"ჭიათურას სჭირდება მომავალი, მომავალზე ორიენტირებული მერი, რომელსაც აქვს ხედვა და იცის, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება“, - ამის შესახებ გიგი უგულავამ ჭიათურაში სოფელ ზოდში წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

გიგი უგულავას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ჭიათურა ჭაობად აქცია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ჭიათურაში გაიმარჯვოს დავით ჭუმბურიძემ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები ვუჭერთ მხარს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ხედვა და ახალი სიცოცხლე გაჩნდეს აქ იმიტომ, რომ ჭაობად აქცია "ქართულმა ოცნებამ" ჭიათურა.

შეუძლებელია ასეთი რეტროგადული, ასეთი წარსულზე ორიენტირებული, წარსულის რაღაც მითებზე დაფუძნებული მმართველობა, რასაც გვთავაზობს "ქართული ოცნება".

ჭიათურა სჭირდება მომავალი, მომავალზე ორიენტირებული მერი, რომელსაც აქვს ხედვა, იცის როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, რომ ადამიანებმა ფული იშოვონ სხვადასხვა სექტორიდან და არ იყვნენ მხოლოდ მარგანეცზე დამოკიდებული.

ამიტომ, დავით ჭუმბურიძის გამარჯვება მართლა რეალურად იქნება შემობრუნება აქ, იმერეთშიც და მთლიანად საქართველოში. ზოგადად, "ქართული ოცნების" ვადა უკვე ამოწურულია. ხალხი უკვე ამას გრძნობს, ხალხმა უკვე ფსიქოლოგიურად ჩასვა ივანიშვილი თავისი ამალით მატარებელში, რომელიც მიდის ხელისუფლებიდან. ახლა მთავარია, ეს არჩევნებზე გაფორმდეს”- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები ჭიათურაში 19 მაისს გაიმართება.