ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია
ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია

A+ A-

×

18:23 15/05/2019

ზუგდიდის საკრებულოში ამ წუთებში დაძაბული ვითარება და ხმაურია.

ხმაური ოპოზიციის ლიდერების და მათი მხარდამჭერების საკრებულოს შენობაში შესვლის მცდელობას მოჰყვა.

ოპოზიცია საგანგებო სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს, რომელზეც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილიზებული.