ლარის კურსი ვარდნას კვლავ განაგრძობს
ლარის კურსი  ვარდნას კვლავ განაგრძობს

A+ A-

×

18:17 15/05/2019

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7425 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7422 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0711 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.84 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4523 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5406 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 მაისიდან შევა ძალაში.