საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

A+ A-

×

19:02 15/05/2019

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 29 წლის ქალი სავარაუდოდ, გაგუდეს. გარდაცვლილი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა.

მეზობლების თქმით, ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.

საქმის გამოძიების ფარგლებში მოკლულის ყოფილი მეუღლე დაიკითხა.