"ნათია თურნავას ბნელ წარსულზე შესაბამის უწყებებს კითხვები ჰქონდათ, რისი მტკიცებულებებიც ნანახი მაქვს"
"ნათია თურნავას ბნელ წარსულზე შესაბამის უწყებებს კითხვები ჰქონდათ, რისი მტკიცებულებებიც ნანახი მაქვს"

A+ A-

×

18:57 15/05/2019

ინტერვიუ დეპუტატ დავით ჭიჭინაძესთან

"ძალიან ბევრი კითხვა გამაჩნია ახალი მინისტრის წარსულთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ბნელია, რადგან იმ ბნელეთის მსახაურ ადამიანებთან მსახურობდა, რომელიც ამ ქვეყანას დიდი ხანია ძარცვავენ. სხვათაშორის, ნათია თურნავას მსახურებასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს კითხვებიც ჰქონდათ რისი დამამტკიცებელი საბუთები ნანახი მაქვს", - განუცხადა “2020NEWS“-ს დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

- ბატონო დავით, პარლამენტში გიორგი ქობულიას გამოსვლით კმაყოფილი ხართ თუ დაგრჩათ კითხევები, რომლებზეც პასუხის გაცემას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრისგან ელოდით?

- პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ პირველად ვნახეთ მინისტრი, რომელმაც პრინციპს არ უღლატა. მე რა ინფორმაციაც მქონდა და რაშიც ეჭვი მეპარებოდა, ქობულამ დამიდასტურა. უფრო კონკრეტულად, საუბარი მაქვს სახელმწიფო კომპანიებზე, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას გარს წურბელებივით ახვევიან და ქვეყანას ძარცვავენ. ქობულიამ პირდაპირ თქვა, ეკონომიკის 9%- მდე ზრდა არის შესაძლებელიო, რომლის გაზრდა, როგორც ჩანს, ხელოვნურად ჭიანურდება. ეს ადამიანი თანამდებობიდან მაშინ გაუშვეს, როცა გზიდან იმ წურბელების ჩამოშორება მოინდომა, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანას ძარცვავენ. რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კორპორაციულ ინტერესებს ვერ უღალატა.

- ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ქობულიას პარლამენტში დაუსვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედ მინისტრს უკავშირდება, კერძოდ, თქვენ ქობულიას ჰკითხეთ, ნათია თურნავა თანამდებობაზე ელექტროგადამცემი სისტემის პრივატიზების ლობირების გამო ხომ არ დაინიშნა. თავად ფიქრობთ, რომ ასეა?

_ ბატონი დავით თვალაბეიშვილი, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში იყო, როცა ნათია თურნავამ მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ეკონომიკის სამინისტროში გადმოიყვანეს, ხოლო, როცა თურნავა მინისტრი გახდა, ამ ადამიანმა (თვალაბეიშვილმა) მინიტრის მოადგილის თანამდეობის პოსტი დაიკავა. აქ პირადპირ იკვეთება კერძო ინტერესი. ქობულიამ საპარტნიორო ფონდის არაეფეტურ მართვაზეც ისაუბრა. თურნავა მინისტრის მოადგილედ სწორედ საპარტნიორო ფონდიდან მოვიდა, აქედან გამომდინარე, თურნავას ვინ გაუწია ლობირება?! ამასზე მაინეტერსებდა ქობულიასგან პასუხის მოსმენა.

- და რა გიპასუხათ?

- შეზღუდული დროის მიუხედავად, ჩემ მიერ დასმული კითხვის რაღაც ნაწილზე პასუხი გამცა და გარკვეული ინფორმაციები დამიდასტურა. მაგალითად, ის, რომ კონკრეტულ შუამავლებთან გვაქვს საქმე. შემდგომში ბატონ გიორგის შესაძლებლობა ექნება და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციების შესახებ კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრობს. იმ შემთხვევაში, თუ ქობულია პოლიტიკაში წამოვა, უფრო მეტი სასაუბრო გვექნება.

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედ მინისტრს, ნათია თურნავას, ხშირად აკრიტიკებთ და მსხვილი ბიზნესის ლობირებაში სდებთ ბრალს. ფლობთ მტკიცებულებას, რომელიც აღნიშნულ ბრალდებას დაადასტურებს?

- ძალიან ბევრი კითხვა გამაჩნია ახალი მინისტრის წარსულთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ბნელია, რადგან იმ ბნელეთის მსახაურ ადამიანებთან მსახურობდა, რომელიც ამ ქვეყანას დიდი ხანია ძარცვავენ. სხვათაშორის, ნათია თურნავას მსახურებასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს კითხვებიც ჰქონდათ, რისი დამამტკიცებელი საბუთები მინახავს.

- ბნელ ადამიანებში კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე გავაჟღერებ. ცოტა ინტრიგას ჩემთვის დავტოვებ.

- გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, პოლიტიკაში მოვიდეს. თქვენი მოსაზრებით, ის პოლიტიკაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას შეძლებს?

- თუ გიორგი ქობულია გულწრფელი პოლიტიკოსი იქნება, რაც დღევანდელ პოლიტიკას აკლია, მას საკმოდ კარგი პერეპქტივა ექნება. იმ შემთხევაში, თუ ყმა იქნება, მაშინ სჯობს, პოლიტიკაში საერთოდ არ მოვიდეს. ქვეყანას გულწრელი და ხალხის მსახრებისთვის თავადადებული პოლიტიკოსები აკლია.

ავტორი : ეკატერინე ზარნაძე