"მე, დედამ, მეტი როგორ ვითხოვო, რომ ერეკლეს სჭირდება დახმარება! სჭირდება სასწრაფოდ, მინიმუმ 40,000$"
"მე, დედამ, მეტი როგორ ვითხოვო, რომ ერეკლეს სჭირდება დახმარება! სჭირდება სასწრაფოდ, მინიმუმ 40,000$"

A+ A-

×

21:44 15/05/2019

პატარა ერეკლე დანელიას, რომელსაც დაბადებიდან მოკლე ნაწლავის სინდრომი აქვს, დროთა განმავლობაში სხვა პრობლემებიც შეექმნა, რის გამოც სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა და ამ ეტაპზე საწყისი თანხა 40 ათას დოლარს შეადგენს.

ერეკლეს დედა მიმართვას ავრცელებს:

“ერთ ერთმა გულშემატკივარმა იკითხა რით ვეღარ წაიყვანეთ ეს ბავშვი, რაღას ტანჯავთო ?…

️რითი უნდა წავიყვანო, როდესაც მთელი თვის მანძილზე, შემოსულია 4,000 ლარი.
(გარდა იმ 1 პიროვნებისა რომელმაც დიდი თანხა გაიღო)
ჯამში სულ გვაქვს 14,000 ლარი.
თვეებია, ვთხოულობთ დახმარებას, რადგან ვიცოდით, რომ ზაფხულში მივდიოდით, წამლების თანხასთან ერთად.

️მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანს ( ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ!) ახსოვს ერეკლე ყოველ თვე!
უკვე ვცნობთ მათ გვარებს…

გეგმიური ვიზიტისთვის საჭირო იყო 20,000$ . ახლა კიდევ ერეკლეს, დაახლოებით სჭირდება 40,000 $. (ან/და მეტიც) უახლოეს დღეებში გვექნება ახალი კალკულაცია.

პარალელურად მოლაპარაკება მიდის თურქეთის 2 კლინიკასთან. ერეკლე არის კომპლექსური და რთული პაცინეტი, ამიტომ არ ვიცით რა პასუხს გაგვცემენ.

მე (დედამ) მეტი რა გავაკეთო, მეტი რანაირად დავწერო, მეტი როგორ ვითხოვო, რომ ერეკლეს სჭირდება დახმარება!!!! სჭირდება სასწრაფოდ!!!! მინიმუმ 40,000$

აქ უკვე ნაწლავის დაგრძელებაზე აღარაა საუბარი, ეს უმძიმესი დიაგნოზი არის უკვე მე-3 ხარისხოვანი.
ამჟამად ერეკლე არის უდიდესი საფრთხის ქვეშ :
#1 ფილტვები და სუნთქვა
#2 აციდოზი/ ვენური კვების ვერ შერგება/ გადამუშავება, რაც იწვევს ორგანიზმში მჟავების აწევას და სასიცოცხლოდ საშიშია.

️ჩვენ უკვე ვემზადებით წასასვლელად, მაგრამ ამის ფინანსები არ გვაქვს. თურქეთი თუ დათანმხდება მიღებას, წავალთ რამდენიმე დღეში. თუ არა და რუსეთი მზადაა, უბრალოდ დრო გვეკარგება ვიზირებაზე.

️რაც შეეხება ერეკლეს მდგომარეობას:

ვიმყოფებით ისევ რეანიმაციაში.
ამჟამად აღარ სჭირდება ჟანგბადი, ფილტვები უკეთ ისმინება, მაგრამ ფიბროზი ისევ რჩება, რასაც უნდა სწორი, ხანგრძლივი მკურნალობა.

️მაგრამ აციდოზი გამწვავდა, ნიშნულებმა აიწია როგორც სისხლში, ისე შარდში. ეს იწვევს ძალიან დიდი დისკომფორტს, ერეკლე კვნესის და წუხს. მუდმივად უდგას ვენური სოდა, რომელიც ამას ანეიტრალებს, მაგრამ მისთვის ამ სოდის გადამუშავებაც პრობლემაა.

ეს აციდოზი არის თირკმელებიდან გამომდინარე სრულიად ახალი პრობლემა…

გააზიარეთ და დააწერეთ რომ ერეკლეს სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ გადასაყვანად 40,000$. ყოველი წამი მნიშვნელოვანია და ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა

გთხოვთ დაურთოთ ეს ტექსტი

ერეკლეს აქვს “მოკლე ნაწლავის სინდრომი” , 20 სმ ნაწლავი 2-3 მეტრის ნაცვლად. ამის გამო ერეკლე ღამით 14 საათით ვენურ კვება- გადასხმაზეა ჩართული და ყველა ვიტამინს, მინერალს, სითხეს და ცხიმს იღებს გადასხმიდან. დღის განმავლობაში კი არის დიეტურ კვებაზე. ეს გადასხმები, სავარუდოდ, გაგრძელდება 18 წლამდე მაგრამ არა ყოველდღე – კვირაში რამდენჯერმე- ამისთვის კი ერეკლემ თვითონ უნდა შეძლოს ბევრის ჭამა და გადამუშავება. მომავალში გაუკეთდება დაგრძელების ოპერაციაც, რაც დაეხმარება, რომ საკვები დიდხანს გაუჩერდეს ნაწლავებში და უკეთ შეიწოვოს“, - წერს ერეკლეს დედა ნათია აფციაური.

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები – ჯიმშერ დანელია
Jimsher Danelia
პ.ნ. 01008038232

საქართველოს ბანკი:
GE60BG0000000041739800

თიბისი ბანკი:
GE90TB7320645061100014

რუსეთის მოქალაქეთათვის
карта сбербанка :
4276 3801 7847 5419
მიმღები: ქეთევან დანელია (ბებია)

ნებისმიერი ქვეყნიდან:

https://www.gofundme.com/helplittleEREKLE

PayPal: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (დედა)