პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს
პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს

A+ A-

10:44 16/05/2019

პალერმოში უცნობმა პირებმა ქართველ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს.

იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი კალსას რაიონში ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ტურისტსა და იტალიელ იურისტს თავს ხუთი პირი დაესხა.

ბოროტმოქმედები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული და ძვირფასი ნივთები გასტაცეს.