გერმანიაში არბალეტით 5 ადამიანის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია
გერმანიაში არბალეტით 5 ადამიანის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია

A+ A-

11:06 16/05/2019

გერმანიაში არბალეტით 5 ადამიანის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ცნობილია.

როგორც BBC წერს, ერთ-ერთი მოკლული კაცი შუა საუკუნეების ფოლკლორისადმი მიძღვნილი ჯგუფის ლიდერი იყო და თავის მიმდევარ ქალებს მონებივით ექცეოდა.

გავრცელებული ცნობით, კაცი ქალებზე ფსიქოლოგიურად მანიპულირებდა და სწორედ მან აიძულა მათ თავი მოეკლათ. მანამდე ითქვა, რომ მკვლელობის საქმეს მასობრივ სუიციდად განიხილავენ.

11 მაისს ქალაქ პასაუსთან მდებარე სასტუმროში დამლაგებელმა კაცისა და ორი ქალის ცხედარი იპოვა, 13 მაისს კი პოლიციამ გერმანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ვიტინგენში კიდევ ორი ქალის ცხედარი ნახა.