სკანდალი - "ქართულმა ოცნებამ" არასრულწლოვნების წამება დაიწყო - ბოთლზე დასმას უპირებდნენ...(ვიდეო)
სკანდალი - "ქართულმა ოცნებამ" არასრულწლოვნების წამება დაიწყო - ბოთლზე დასმას უპირებდნენ...(ვიდეო)

A+ A-

×

12:46 16/05/2019

ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი თემურ ასლამაზაშვილი ბოლნისის პოლიციაში საშინლად აწამეს. არასწრულწლოვანი სასტიკად სცემეს და ბოთლზე დასმით დაემუქრნენ.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაიწყეს ადამიანების გაუპატიურების მცდელობა არასრულწლოვნებთან მიმართებაში. ეს ძალიან საგანგაშო ფაქტია. თუ ხმა არ ამოვიღეთ, ეს ხელისუფლება მალე ყველას მიმართ დაიწყებს ძალადობას, ვინც მისთვის მისაღები არ იქნება, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა "2020NEWS“-ის პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

ადვოკატმა დაზარალებულთან ერთად უპრეცენდენტო წამების დეტალებზე ისაუბრა.

"არასრულწლოვანი, 16 წლის თ. ა. ის ახალგაზრდაა, რომელიც  ბოლნისის პოლიციაში არაჰუმანური და აარაადამიანური მოპყრობის და გაუპატიურობის მცდელობის მსხვერპლი გახდა. მას დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაესახელებინა თანამზრახველები. 3 საათის განმავლობაში მასზე მიდიოდა ზეწოლა და შემდეგ მას ეუბნებიან, რომ გააუპატიურებენ. და ეს განცხადება არ იყო მხოლოდ განცხადება, ამის დასამტკიცებლად, ერთერთ ჩაფსკვნილ პოლიციელს შემოაქვს ბოთლი, შარვალს უქაჩავს ქვემოთ და ცდილობს, ბოთლზე დასვან. ეს ადამიანი ყვირის და პოლიციას უწევს წინააღმდეგობას. მან წინააღმდეგობა რომ გაუწია, დააგდეს დაბლა და წიხლებით დაუწყეს ხელებზე დარტყმა, წინააღმდეგობას როგორ გვიწევო.

ადამიანს ურტყამენ საათნახევრის განმავლობაში, მოტეხეს ხელი და მოტეხილ ხელზე კიდევ ურტყამდნენ ერთი საათის განმავლობაში. მერე კი, ეტყობა შეეშინდა პოლიციას არ შემოკვდომოდათ და გადაჰყავთ სავადმყოფოში. აკაკი უგრეხელიძე მოტეხილ ხელზე ურტყამდა, როდესაც პოლიციაში გადაჰყავდათ. პოლიცია ეუბნება, რომ თუ ხმას ამოიღებს იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა.

ის ადამიანები, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ, პოლიციაში აგრძელებენ მუშაობას. პოლიციის მაიორი აკაკი უგრეხელიძე კი დააწინეურეს და გარდაბნის რაიონული სამმმართველოს უბნის ინსპექტორის განყოფილების უფროს გამომძიებლად გადაიყვანეს. მისი დაწინაურების შესახებ ბრძანებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.  გამოდის, რომ ამ ბავშვის წამების შემდეგ მმართველმა ფეოდალმა დააწინაურა“, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა.

დაზარალებულის დედის განცხადებით, პოლიციამ ოჯახს 200 ლარის ოდენობით თანხა შესთავაზა, იმისთვის რომ დეტალებზე ხმამაღლა არ ესაუბრა.

ადვოკად ზაზა ხატიაშვილის თქმით, მომხდარის შემდეგ აუცილებლად უნდა დადგეს მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.