„ოცნებამ“ საარჩევნოდ ჯიხაშკარი ზვიად გამსხურდიას დევნასა და ლიკვიდაციაში მონაწილე გია მხეიძეს ჩააბარა
„ოცნებამ“ საარჩევნოდ ჯიხაშკარი ზვიად გამსხურდიას დევნასა და ლიკვიდაციაში მონაწილე გია მხეიძეს ჩააბარა

A+ A-

×

13:07 16/05/2019

გაერთიანებულ ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“-ს ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოფელ ჯიხაშკარში გია მხეიძე ჩაიყვანა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში და ასევე უშუალო მონაწილე იყო 2016 წელს ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევაში:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში კერძოდ სოფელ ჯიხაშკარში ჩამოიყვანა გია მხეიძე, ეს არის ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ 1993-94 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში. მოგეხსენებათ, რომ ეს ოპერაცია დასრულდა პირველი პრეზიდენტის სიკვდილით. ასევე, ეს ადამიანი შევარდნაძის დროს იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აფხაზეთის.

გია მხეიძე ასევე ცნობილია, 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევით, რისთვისაც იგი იყო ბრალდებული, იხდიდა სასჯელს და შემდეგ ხელისუფლების მიერ იქნა გათავისუფლებული პირობითი სასჯელით.

გია მხეიძის ჩამოყვანა დღეს ზუგდიდში, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ვითარების ფონზე, რომელიც არის შექმნილი წინასაარჩევნოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარცევნო უბნებზე, ძალადობა ადამიანების ნებაზე და ასევე, გია მხეიძის აქ ყოფნა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის აქ ყოფნა, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემაზე, მისი მუზეუმების აგებაზე და სხვა ღონისძიებებზე, არის სიყალბე და ფარისევლობა.

გია მხეიძე მოხსენიებულია არაერთგზის იმ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც უძღვებოდა მოკლული პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.