"ქართული მარში“ 17 მაისს საპატრიარქოს მსვლელობას შეუერთდება
"ქართული მარში“ 17 მაისს საპატრიარქოს მსვლელობას შეუერთდება

A+ A-

×

13:15 16/05/2019

"ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 17 მაისთან დაკავშირებულ გეგმებზე ილაპარაკა. როგორც ბრეგაძე თქვა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მარშელები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და შეუერთდებიან საპატრიარქოს მსვლელობას, რომელიც დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და დამთავრდება სამების საკათედრო ტაძარში.

რაც შეეხება ლგბტ თემის მიერ 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გადადებას, სანდრო ბრეგაძის თქმით, ლგბტ ორგანიზაციები სწორად მოიქცნენ:

"ჩვენ ამას მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ იმავეს გააკეთებენ ისინი 18 ივნისს, როდესაც ლგბტ „პარადი“ აქვთ დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიებების ჩატარებაზე. მაგრამ, თუკი იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციები, თუკი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი აქტები, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი უფლებები, კანონიერება და ის ღირებულებები, რაც გვაქვს", - თქვა სანდრო ბრეგაძემ.

15 მაისს საპატრიარქომ 17 მაისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს გასამართი ღონისძიება მშვიდობიანი იქნება და ეკლესია ნებისმიერ ძალადობას ემიჯნება.