ნინო ბურჯანაძის პარტია სახელს იცვლის
ნინო ბურჯანაძის პარტია სახელს იცვლის

A+ A-

13:30 16/05/2019

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" სახელს იცვლის. ნინო ბურჯანაძის პარტია 2 ივნისის შემდეგ ახალი სახელწოდების იქნება.

"დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი “2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ 2 ივნისის ყრილობაზე პარტია საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებს. მათ შორის, საუბარია პარტიის სახელის ცვლილებასა  და წევრთა შემადგენლობის განახლებაზე.

"პარტიის ყრილობის  გამართვა 2 ივნისს ნამდვილად იგეგმება, რისთვისაც მზადება მიმდინარეობს. იმასაც გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი. “დემოკრატიული მოძრაობა“ საზოგადოებას ძალიან ბერ საინტერსო სიახლეს შესთავაზებს. აღნიშნულის შესახებ უფრო კონკრეტულად 2 ივნისს ვისაუბრებთ, რადგან პარტიისთვის ყრილობაზე ახალი გზავნილებისა და ხედვების გაჟღერება ძალიან მნიშვნელოვანია.  "დემოკრატიული მოძრაობა“ ახალ სახეებთან დაკაშირებით 2 ივნისს ისაუბრებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.