ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება
ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

A+ A-

11:40 16/05/2019

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის თარიღი დაადგინეს. ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას УНИАН-ი ავრცელებს. თუ ინაუგურაცია დანიშნულ დღეს გაიმართება, ზელენსკის შესაძლებლობა ექნება პარლამენტი 27 მაისამდე დაითხოვოს.

ვლადიმერ ზელენსკი აცხადებდა, რომ ინაუგურაციის თარიღად 19 მაისი სურდა, თუმცა ეს ინიციატივა გააკრიტიკეს, რადგან 19 მაისს რეპრესიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა.

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელინსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.