უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები, რაც სრულიად დაუშვებელია - დოდო გუგეშაშვილი
უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები, რაც სრულიად დაუშვებელია -  დოდო გუგეშაშვილი

A+ A-

12:15 16/05/2019

უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები, რაც სრულიად დაუშვებელია, - ამის შესახებ ასოციაციის  “დაიცავი შენი წილი სამშობლო“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 17 მაისს საქართველოში მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე უნდა აღინიშნოს.

გუგეშაშვილის თქმით, გაკვირვებულია რამდენიმე ცნობილი ადამიანის პოზიციით, რომელთაც არ სურთ მონაწილეობის მიღება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო კონცერტში.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ოჯახის სიწმინდის დღე დაწესებულიყო ჩვენს ქვეყანაში. უწმინდესმა და უნეტარესმა ეს დღე დააწესა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ არა, ვულოცავ ამ დღეს.

უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები, რაც სრულიად დაუშვებელია“, - განაცხადა  გუგეშაშვილმა.

შეგახსნებეთ,  17 მაისს ჰომობოფიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.