თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ
თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ

A+ A-

14:00 16/05/2019

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინტერპელაციის მეთოდით, ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ.აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს.
“ვიბარებთ თამარ ჟვანიას, რათა პასუხი გაგვცეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ახდენს საარჩევნო კომისია რეაგირებას იმ დარღვევებზე, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ვხედავთ, მათ შორის პირდაპირ იმ ძალადობაზე, რასაც საარჩევნო კამპანიის პერიოდში სჩადიან. პასუხი უნდა გაგვცეს, თუ რატომ გადაიქცა ცესკო "ქართული ოცნების" შტაბის ერთ-ერთ დანამატად. 30 მაისს თამარ ჟვანიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს“,- განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარეს განმარტებების გაკეთება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანაზეც მოუწევს.