მაღაროელებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ - ჭიათურის მაჟორიტარი
მაღაროელებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ - ჭიათურის მაჟორიტარი

A+ A-

×

14:00 16/05/2019

ჭიათურაში, სადაც მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას საპროტესტო აქციაზე ითხოვენ, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე იმყოფება, რომელმაც “2020NEW”-თან განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის მაღაროელების პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს.

"მაღაროელების მიერ ჩამოყალიბებული არ არის საერთო მოთხოვნები. როგორც მითხრეს, მოთხოვნები ფურცელზე დავწერეთ და ხელმძღვანელობას მივაწოდეთო. თუმცა ხელმღვანელობასთან რომ მოვიკითხე, ჯერჯერობით არ უნახავთ, თუ რა მოთხოვნებზეა საუბარი. ზოგი ხელფასის მომატებას იძახის, ზოგი სხვადასხვა სახის პრობლემებზე საუბრობს.

ამიტომ მაღაროელების მხრიდან ერთიანი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. მაღაროლებს ვთხოვე, რომ გამოიკვეთოს საინიციატოვო ჯგუფი, რომელიც იმ თემებზე ისაუბრებს, რომლებიც მათ აწუხებთ.

კომპანიასთან მუდმივად გვაქვს საუბარი იმის შესახებ, რომ მაღაროელების შრომის უფლებები, ინეტერსები თუ სახელფასო მიმართულებები, ნელ-ნელა კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავიდეს.  რამდენიმე თვის წინ მათ ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან ისეთ მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა, რომ კიდევ უფრო მაღალი ხელფასი სჭიდებათ." - მახათაძე.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.