ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი ენგურის ხიდზე იმყოფებიან
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი ენგურის ხიდზე იმყოფებიან

A+ A-

×

14:07 16/05/2019

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი ენგურის ხიდზე იმყოფებიან. ისინი ადმინისტრაციულ საზღვართან მიუახლოებას ცდილობენ, სადაც დაკავებული იულია სუსლიაკის მეუღლისთვის, იური სუსლიაკისთვის ბილოგიური ანალიზები უნდა აეღოთ. საღვართან მიახლოების უფლებას ქართველი ადგილობრივი სამართალდამცველები არ აძლევენ. იულია სუსლიაკის ადვოკატი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველებს ეს ბრძანება პროკურატურიდან აქვთ მიღებული.
იური სუსლიაკს არ აქვს უფლება გადმოკვეთოს ადმინისტრაციული საზღვარი, რადგან მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და თუკი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვა, მას ქართველი სამართალდამცველები დააკავებენ.
იური სუსლიაკი მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ პროკურორმა გიორგაძემ იჩქარა, როდესაც მისი მეუღლე ტრეფიკინგის ბრალდებით გაასამართლა.
სუსლიაკის თქმით, გამოძიება განზრახ ჭიანურდება, რადგან მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.
იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, რომ ქართველი სამართალდამცველები საქმის პროკურორის დავალებით, იულია სუსლიაკის დაცვის მხარეს და ექსპერტს იური სუსლიაკთან შეხვედრას და ბიოლოგიური მასალის აღების საშუალებას არ აძლევენ.
"პროკურატურას კატეგორიულად არ უნდა დადგეს ის შედეგი, რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იური სუსლიაკი და ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა არის იულია სუსლიაკი. არარსებულ საფუძველზე ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა ისეთ მძიმე დანაშაულზე, როგორიც არის ტრეფიკინგი,“- ამბობს ადვოკატი ზურაბ თოდუა.
იულია სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით 26 აპრილს დააკავეს. მას ბრალი ტრეფიკინგში ედება. გამოძიების ვერსიით სუსლიაკმა 10 ბავშვი რუსეთიდან საქართველოში ჩამოიყვანა და ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა.