ყველა კანონიერი გზა უნდა გამოძებნონ ხელისუფლებასთან სასაუბროდ - "პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს
ყველა კანონიერი გზა უნდა გამოძებნონ ხელისუფლებასთან სასაუბროდ - "პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს

A+ A-

×

14:19 16/05/2019

სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის მოთხოვნით, "პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს. როგორც "პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ "2020NEWS“-ს განუცხადა, იმის იმედი, რომ ხელისუფლება მათ აზრს გაითვალისწინებს, არ აქვთ, მაგრამ უნდათ, ყველა კანონიერი გზა გამოძებნონ ხელისუფლებასთან საასაუბროდ.

"პატრიოტთა ალიანსმა“ საპროტესტო აქციები 9 აპრილს ქუთაისიდან დაიწყო და 4 მაისს თბილისში სპორტის სასახლეში გაგრძელდა. მოთხოვნები იგივეა. მივმართავთ ხელისუფლებას, იფიქროს სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკაზე და სამხედრო ბიუჯეტის ნაწილი მიმართოს მცირე და საშუალო ბიზნესის ქონის შესაძლებლობაზე. უკვე წლებია, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მოსახლეობას მისცეს საშუალება, რომ ნულიდან დაიწყოს ბიზნესი.

სიღარიბის დაძლევის, უმუშევრობის დაძლევის და უსახლ-კარობის დაძლევის მოთხოვნით ვატარებთ ამ აქციას. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციის მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა ნატოსთან, უნდა ვმონაწილეობდეთ ნატოს სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, ისევე როგორც დღეს ვმონაწილეობთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველომ ნატოსკენ აღებული გეზი არ უნდა შეცვალოს, მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნები ნათლად და ცხადად საუბრობენ იმაზე, რომ მინიმუმ 50 წელი ნატოს კარი ჩვენთვის არ გაიღება. როდესაც სამხედრო მიუმხრობლობაზე ვსაუბრობთ, ეს არ შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ერთი პარტიის სურვილით. ამიტომაც გადავწყვიტეთ, საინფორმაციო მიტინგები, რომ მოსახლეობა და ფართო მასები კარგად გაერკვნენ, რას მოვითხოვთ. იმედი იმის, რომ ხელისუფლება ჩვენ აზრს გაითვალისწინებს, არ გვაქვს, მაგრამ გვინდა, ყველა კანონიერი გზა გამოვძებნოთ მათთან საასაუბროდ“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ცნობისათვის, "პატრიოტთა ალიანსი“ საინფორმაციო მიტინგების გამართვას 27 მაისიდან დაიწყებენ.